მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალიფორნიაში 800 ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება

5d9db22c137bd
მიხეილ ხაჩიძე
09.10.19 19:10
919
კალიფორნიაში 800 ათასამდე ადამიანს რამდენიმე დღე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა მოუწევს. საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით, გადაწყვეტილება ტყის ხანძრების თავიდან აცილების მიზნით, ელექტრომომმარაგებელმა კომპანია Pacific Gas & Electric–მა მიიღო. ეს სწორედ ის ფირმაა, რომელსაც გასული წლის ნოემბრის ხანძრებზე პასუხისმგებლობა დაეკისრა, მაშინ ცეცხლს შტატების ამ მხარეში 85-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ახლა კი, როგორც ამერიკელი სინოპტიკოსები აცხადებენ, შტატის ჩრდილოეთით, ცენტრალურ და სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდები ისევ მოსალოდნელია, რამაც ხანძრების გაჩენას შესაძლოა, ხელი შეუწყოს.
 
ქარის სიჩქარე წამში 15-დან 22 მეტრამდე იქნება. სწორედ ამ ამინდის პროგნოზის შემდეგ Pacific Gas & Electric-მა ელექტრომომარაგების გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიაში განმარტავენ, რომ ხაზების დაზიანებაა აალებას აღარ გამოიწვევს.
 
უამინდობა სავარაუდოდ, ხუთი დღე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკელები პრევენციის მიზნით შუქის გარეშე იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტებიც წყვეტენ მუშაობას.

კალიფორნიის სატრანსპორტო დეპარტამენტი, საავადმყოფოები და სხვა აუცილებელი დაწესებულებები გენერატორებით იმუშავებენ, რათა გზებზე წესრიგის შენარჩუნება, ან პაციენტების მიღება შეძლონ.