მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალიფორნიაში ცხოველის ბეწვის წარმოება და გაყიდვა აიკრძალება

5da3699d6d431
მიხეილ ხაჩიძე
14.10.19 00:02
864

კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც ცხოველების ბეწვის წარმოება და რეალიზაცია აიკრძალა. BBC-ის ინფორმაციით, განკარგულების თანახმად, შტატის ტერიტორიაზე 2023 წლიდან ბეწვისგან დამზადებული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჩანთების ან სხვა სახის აქსესუარების ყიდვა-დამზადება აღარ მოხდება.


ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასეს კალიფორნიის ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც საკითხის შესწავლასა და აკრძალვას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. კანონის დარღვევა 500-დოლარიანი ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორებითი შემთხვევისას კი, თანხა გაორმაგდება.


შეზღუდვა არ ვრცელდება ირმის, ძროხის, თხისა და ცხვრის ტყავის რეალიზაციაზე.

 

ამას გარდა, კალიფორნიის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საცირკო წარმოდგენებში ძაღლების, კატებისა და ცხენების გარდა, ყველა სახის ცხოველის გამოყენებას კრძალავს.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ცნობილი მოდის სახლები ცხოველების ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობენ.
მათ რიცხვს  მაისში Prada-ც დაემატა.