მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალიფორნიის "დისნეილენდი" მასობრივი ვაქცინაციის ადგილი ხდება

5ffe921cc931d
თათია კაკიაშვილი
13.01.21 13:45
747

Walt Disney კორპორაციის "დისნეილენდი", რომელიც წინა წლის მარტის შემდეგ დაკეტილია, პირველი მსხვილი ლოკაცია ხდება, სადაც მასშტაბურად ჩატარდება Covid-19-ზე ვაქცინაცია. როგორც CNBC წერს, კალიფორნიაში ვაქცინაცია კვირის ბოლოდან დაიწყება.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე ზუსტდება სხვა ადგილებიც, სადაც "დისნეილენდის" მსგავსად, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით მოქალაქეების აცრა იქნება შესაძლებელი.

"დისნეილენდი" ჩართულია COVID 19-თან ბრძოლაში და საზოგადოებას ვაქცინაციისთვის საკუთარ ტერიტორიას სთავაზობს. ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი რთულ პანდემიურ პერიოდში როგორც ხელისუფლების, ასევე, მედპერსონალისთვის ცალსახად დიდი მხარდაჭერაა," - განაცხადა "დისნეის" პარკების მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა პამელა ჰიმელმა. 

ცნობისთვის: "დისნეილენდ" კურორტი ყველაზე დიდი დამსაქმებელია ორანჯის ოლქში. გასული წლის მონაცემებით, გასართობი პარკის წლიურმა შემოსავალმა 8 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.