მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალიფორნიის სანაპიროებთან საკრუიზო ლაინერზე 21 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა

5e634349bf3ba
თამთა ჯიჯავაძე
07.03.20 11:16
1044
კალიფორნიის სანაპიროებთან გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე Grand Princess-ზე მყოფ 21 ადამიანს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. მათ შორის ეკიპაჟის 19 წევრია. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააკეთა.

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევიმუშავოთ გეგმა გემის არაკომერციულ პორტში გადაყვანაზე. ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი შემოწმდება ვირუსზე. ვისაც კარანტინი დასჭირდება, განთავსდება კარანტინში. ხოლო ვისაც სამედიცინო დახმარება დასჭირდება, დავეხმარებით“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

აღსანიშნავია, რომ გემზე ანალიზის ასაღებად ტესტები სპეციალურად სამხედრო ვერტმფრენიდან თოკით ჩაუშვეს. საკრუიზო ლაინერის ბორტზე სულ 2 422 მგზავრი და 1 111 ეკიპაჟის წევრი იმყოფება, რომელთაც თავიანთ ნომრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მას სურს, რომ გემზე მყოფი მგზავრები, დარჩნენ გემზე, რათა ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელება არ მოხდეს.