მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა და ავსტრალია 2020 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ

5e78817ab3efa
ნათია თაქთაქიშვილი
23.03.20 16:00
706
კანადა და ავსტრალია უარს აცხადებენ, მონაწილეობა მიიღონ 2020 წლის ოლიმპიადაში, რომელიც ტოკიოში ივლისში უნდა გაიმართოს. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნების ოლიმპიური გუნდების ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია.

კანადის და ავსტრალიის სპორტულმა კომიტეტებმა მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომ თამაშები ერთი წლით გადაავადონ.

„ჩვენ ვაცნობიერებთ იმ სირთულეებს, რომელიც თან ახლავს ოლიმპიადის გადადებას, მაგრამ არაფერი ისეთი საჭირო არ არის, როგორც ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, როგორც - სპორტსმენების, ასევე დანარჩენი საზოგადოების“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთანავე, ავსტრალიის ოლიმპირი კომიტეტი აცხადებს, რომ მათი სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ და გაუჭირდებათ მათი თავმოყრა იმ შეზღუდვების გამო, რომელიც მსოფლიომ დააწესა ფრენებთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის და ბრაზილიის საერთაშორისო კომიტეტებმა, ასევე აშშ-ის სპორტულმა ფედერაციამ მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტეს ოლიმპიადის გადადებასთან დაკავშირებით, რის საპასუხოდაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტი ერთი თვის ვადაში მიიღებდა.