მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა ევროკავშირის მოსამარაგებლად ნავთობის და გაზის ექსპორტს გაზრდის

623da43d5d586
გიორგი თოლორდავა
25.03.22 15:26
5837
კანადის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის მოსამარაგებლად კანადა ნავთობის და გაზის ექსპორტის გაზრდას გეგმავს.

სამინისტროს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის გეგმასთან - მნიშვნელოვნად შეამციროს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება.

მინისტრ ჯონათან ვილკინსონის განცხადებით, უახლოეს მომავალში ნავთობის დღიური მიწოდება თითქმის 300 000 ბარელით გაიზრდება, რაც ევროკავშირს დაეხმარება ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში.

„ევროპელ მეგობრებს და მოკავშირეებს კანადის დახმარება სჭირდებათ და ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს“ - განაცხადა ვილკინსონმა.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის რეზერვების მოცულობით (170 მლრდ ბარელი) კანადა მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს, რუსეთი კი 80 მლრდ ბარელით მერვე ადგილზეა. შესაბამისად, კანადს აქვს იმის შესაძლებლობა, ნავთობის მიწოდებაში რუსეთი ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლოს.