მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა რუსული ალუმინისა და ფოლადის იმპორტს კრძალავს

640d7cfd7d6bd
თამთა ჯიჯავაძე
12.03.23 11:16
896
კანადა რუსული ალუმინისა და ფოლადის იმპორტს კრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ კანადის მთავრობა იტყობინება.

აკრძალვა ეხება როგორც დაუმუშავებელ ალუმინს, ასევე, ალუმინის პროდუქტებს, მათ შორის კონტეინერებს და სხვა სახის პროდუქციას, რომელიც ალუმინისგან მზადდება. ასევე, კანადა კრძალავს რუსული ფოლადის პროდუქტების იმპორტსაც, მათ შორის მილების.

როგორც კანადის მთავრობა აცხადებს, აკრძალვა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.

„უკრაინას შეუძლია და უნდა მოიგოს ეს ომი. ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ ან შევზღუდოთ პუტინის მიერ უკრაინაში უკანონო და ბარბაროსული შეჭრის დასაფინანსებლად გამოყენებული შემოსავალი. კანადამ და ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დაუწესა სანქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკს და დააწესეს რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასის ლიმიტი“, - აცხადებს კანადის ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი.

ცნობისთვის, 2022 წელს კანადამ უკრაინას $5 მილიარდის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ამაში შედის $2.5 მილიარდის პირდაპირი ეკონომიკური დახმარება.