მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდას გეგმავს

5d91b7b5f106f
მიხეილ ხაჩიძე
30.09.19 20:40
894
კანადის პრემიერ-მინისტრს საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდა სურს, რათა ხელახალ არჩევნებში თავისი დაპირებების დაფინანსება მოახერხოს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, აღნიშნული ჯასტინ ტრუდოს "ლიბერალური პარტიის" მიერ კვირას წარდგენილ სამოქმედო გეგმაშია გაწერილი.

ანგარიშის თანახმად, ახალი სესხი სავარაუდოდ, ამ ფინანსურ წელს დაახლოებით 15 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტით გაიზრდება, შემდეგ ფინანსურ წელს კი საშუალოდ 22 მილიარდ აშშ დოლარამდე მიაღწევს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, დეფიციტი ოდნავ ისევ უნდა შემცირდეს.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრუდუ სხვა საკითხებთან ერთად, გადასახადების შემცირებას, საშუალო ფენის და სტუდენტების მხარდაჭერასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მეტი თანხების დახარჯვას აპირებს.
 
არჩევნები კანადაში 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი. წინასწარი გამოკითხვებით, მოქმედი პრემიერი ტრუდო და კონსერვატორი ენდრიუ სქერი თანაბარი მხარდამჭერებით ლიდერობენ.