მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - ვინ არის სიაში?

6254646bd31de
მარიამ ადამია
12.04.22 00:32
1150

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ახალი შეზღუდვები 33 რუსულ, თავდაცვის საწარმოს ეხება, რომლებმაც რუს სამხედროებს ირიბი ან პირდაპირი მხარდაჭერა გაუწიეს. სანქციები კი, აქტივების გაყინვას და დამატებით სხვადასხვა ტიპის შეზღუდვას მოიცავს. 

კანადურ შეზღუდვებში მოქცეულ ორგანიზაციებს შორის, მექანიკური ინჟინერიის საპროექტო ბიურო სახელდება, რომელიც სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს. ასევე სიაშია “ისკანდერის” სარაკეტო სისტემებისა და  მანქანათმშენებლობის ქარხანა, რომელიც სარაკეტო სისტემებისთვის ძრავის კომპონენტების წარმოებაშია ჩართული. 

“კანადა, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის სრული გამოძიების უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციის მონიტორინგი გრძელდება და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ახალი სანქციების ვარიანტებს შეისწავლიან. 

ინფორმაციისთვის, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, კანადამ სანქციები, 1100-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირსა და სუბიექტს დაუწესა. ხოლო მიმდინარე წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სანქციები 700-ზე მეტ რუს და ბელარუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესდა. გარდა ამისა, მარტში კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შეწყვიტა ნავთობის შესყიდვა რუსეთიდან.