მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

62971911a8f52
გიორგი თოლორდავა
01.06.22 11:46
884
კანადის მთავრობამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი წარადგინა, რომელიც 22 ფიზიკურ და 4 იურიდიულ პირს მოიცავს.

სანქცირებულ პირთა სიაში არიან რუსი მაღალჩინოსნები, ფინანსური ინსტიტუტების თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. სანქცირებულთა შორისაა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეგობარ გოგონად მიჩნეული ალინა კაბაევაც.

„პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ნების მცდელობაზე, კანადა საპასუხო ზომების მიღებას არ დააყოვნებს. პუტინის რეჟიმს გაუმართლებელ ქმედებებზე პასუხს ვაგებინებთ. ჩვენ ვდგავართ უკრაინისა და მისი მოსახლეობის გვერდით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლმა.

აღსანიშნავია, რომ რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კანადის მთავრობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების არაერთი პაკეტი წარადგინა, შეზღუდვები დაუწესდა 1,000-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის, რუს ოლიგარქებს, მაღალჩინოსნებს და ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში არსებულ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს.