კანადის ხელისუფლებასა და კომპანია Medicago-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანა Covid 19-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის 76 მილიონ დოზას მიიღებს.
კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს პარტია 38 მილიონი ადამიანის აცრისთვის იქნება საკმარისი.
Medicago ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მთავარ მეწილეებს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” შვილობილი კომპანია Philip Morris Investments-ი და იაპონური კორპორაცია Mitsubishi Tanabe Pharma წარმოადგენენ.
კომპანიის სათაო ოფისი კვებეკში მდებარეობს. შესაბამისად, Medicago-ს მიერ შექმნილი პოტენციური ვაქცინა პირველი კანადური ვაქცინაა, რომელიც მთავრობამ შეისყიდა.
ნდობის გამოცხადებასთან ერთად, კანადის მთავრობა Medicago-ს მიერ ვაქცინის შექმნისა და მისი კლინიკური ცდების განხორციელების პროცესში 173 მილიონი კანადური დოლარის (დაახლობით, 133 მილიონი ამერიკული დოლარის) ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
“პროექტის ჯამური ბიუჯეტი 428 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია დაეხმარება Medicago-ს, კლინიკური კვლევების შედეგად გააუმჯობესოს შექმნილი ვაქცინა”, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას “ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც” გამოეხმაურა.
“უკეთესი შედეგების მიღწევა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მთავრობა და კომპანიები საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად ერთიანდებიან. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ Medicago-ს ძალისხმევას შეიმუშავოს, გამოსცადოს და აწარმოოს COVID-19-ის ვაქცინა,” - განაცხადა PMI-ს გენერალურმა დირექტორმა ანდრე კალანცოპოლუსმა.
Medicago-მ პირველი ფაზის მოხალისეებზე ტესტირება 14 ივლისს დაიწყო და წინასწარი მონაცემებით, მეორე ფაზის ცდები 2020 წლის ნოემბერში გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ფაზაც წარმატებით დასრულდება, მესამე ფაზის დაწყება 2020 წლის დეკემბერში იგეგმება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი