მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა

5e6b3777d0d2b
ნათია თაქთაქიშვილი
13.03.20 11:41
1105
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაში 14 დღეს გაატარებს, მას შემდეგ რაც ტრუდოს მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფომაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს თავად ტრუდო თავს კარგად გრძნობს და ამ ეტაპზე ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება.

რაც შეეხება სოფი ტრუდოს, მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა.

13 თებერვლის მონაცემებით, კანადაში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (ბოლო 24 საათის განმავლობაში +16), გარდაცვლილია 1 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 11 ინფიცირებული.