მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადური ცირკი Cirque du Soleil გაკოტრების პირასაა

5efafdc01e8db
ნათია თაქთაქიშვილი
30.06.20 21:20
1104
ცნობილი კანადური ცირკი Cirque du Soleil-ი გაკოტრების პირასაა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ გაკოტრებასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე შეიტანეს შესაბამის ორგანოში. ამის შესახებ ინფრომაციას გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Cirque du Soleil-ის გაკოტრება კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, მათ მოუწიათ 6 წარმოდგენის გაუქმება ლას-ვეგასში და დაახლოებით 10 წარმოდგენის - მსოფლიო ტურნეს ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ Cirque du Soleil-იმ 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მოზიდვა შეძლო, მაგრამ კომპანიის დავალიანება დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარია.

„36 წლის განმავლობაში Cirque du Soleil-ი წარმატებული და შემოსავლიანი კომპანია იყო, თუმცა პანდემიის გამო წარმოდგენები შევწყვიტეთ, რის გამოც ხელმძღვანელობამ კომპანიის დასაცავად ზომები მიიღო“,- აცხადებენ კომპანიაში.

Cirque du Soleil-მა რესტრუქტურიზაციის გეგმა მოამზადა, რომლის თანახად კომპანიის 3,500 (პერსონალის 90%) თანამშრომელს გაათავისუფლებენ.