21.ნოემბერი .2019 23:47

კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა

views 8965
უკან

ყოველკვირეულმა კანადურმა ბიზნესგამოცემამ Business in Vancouver-მა ვერა ქობალია ნომინაციის „Forty under 40“ ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა.

ბიზნესგამოცემა 40 წლამდე მეწარმეების, აღმასრულებლების და პროფესიონალების გამოვლენას აგრძელებს. გამარჯებულებს შორის ყოველთვის ხვდებიან ბიზნესის, სასამართლოს, მმართველობის სფეროში წარმატებული ადამიანები, რომელთაც საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. 2019 წლის გამარჯვებულებს შორის კი კანადურმა ბიზნესგამოცემამ ერთ-ერთ მათგანად სწორედ საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია დაასახელა.

შეგახსენებთ, ვერა ქობალია 2010-დან 2012 წლამდე იკავებდა მინისტრის პოსტს. იგი 1981 წელს სოხუმშია დაბადებული, მას დამთავრებული აქვს ბრიტანეთის კოლუმბიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ბიზნესის მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ამჟამად ის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა