მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანდელაკი: მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერი დაბლოკა

5f2e70f857c4d
BM.GE
08.08.20 13:27
1452

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „საქართველოში 300-მდე ტურისტია ჩამოსული.“

"გვსურს საზოგადოების, განსაკუთრებით კი იმ ჩვენი თანამოქალაქეების ყურადღება, რომელთა შემოსავალი დამოკიდებულია ტურიზმზე, გავამახვილოთ კონკრეტულ და ამავე დროს დაუჯერებელ ინფორმაციაზე: ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ დაბლოკა ტურისტებით სავსე 16 ჩარტერული რეისი ლიტვიდან და ესტონეთიდან. ლიეტუვიდან რეისები უნდა განეხორციელებინა ჩარტერულ აივაკომპანია Get Jet-ს. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვაც და ესტონეთიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნებად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაიბლოკა სხვა ჩარტერებიც,“ განაცხადა კანდელაკმა. 

კანდელაკის თქმით, უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტული ჩარტერების დაბლოკვა არარაციონალური, არამეცნიერული და მავნებლური გადაწყვეტილებაა, რომელიც თუნდაც მცირე შემოსავლის თეორიული შანსის გარეშე ტოვებს ტურიზმზე დამოკიდებულ ათიათასობით ადამიანს.

„ეს ადამიანები იმედის თვალით უყურებდნენ ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნას და ელოდნენ ამ ქვეყნებთან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ფრენების აღდგენას მთავრობა კი მათ ეუბნება რომ შანსიც არ აქვთ,“- აღნიშნა კანდელაკმა.

მისი თქმით ასევე არამიზნობრივი ხარჯი და ფულის ფლანგვაა უსაფრთხო ქვეყნებში ჩარტერების დანიშვნა ბიუჯეტის ხარჯზე.

„მიეცათ საშუალება ვიზეარისა და რაინეარისთვის ეფრინათ უსაფრთხო ქვეყნებში - რომელთა რიცხვში, ცხადია უნდა შევიდეს პოლონეთი, საბერძნეთი, ავსტრია და დანია - გააუქმეთ დისკრიმინაციული კარანტინი და არანაირ ჩარტერებში ფულის ყრა არ გახდებოდა საჭირო. სტუდენტებიც და ემიგრანტებიც თავისუფლად და იაფად შეძლებდნენ მგზავრობას,“ -აღნიშნა კანდელაკმა.

BM.ge დეტალების გარკვევას შესაბამის უწყებებთან ცდილობს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.