მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანდიდატის სტატუსი ხელმისაწვდომია, თუკი მასზე ყველა ფოკუსირდება - გერმანიის ელჩი

6409cb0c1369e
BM.GE
09.03.23 16:06
671
საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი საკუთარ Twitter-ზე "ქართული ოცნების" მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებზე უარის თქმის შესახებ აკეთებს განცხადებას. დიპლომატი კანონპროექტების განხილვის შეწყვეტას მიესალმება და აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე ფოკუსირდეს.

“მივესალმებით კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილებას. ევროკავშირი და საქართველო კანდიდატის სტატუსის ისტორიული შესაძლებლობის წინაშეა. მისი მიღწევა არის ხელმისაწვდომი თუკი ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და ფოკუსირდება მასზე და იმუშავებს ინკლუზიურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ პროგრესზე 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესაბამისად,”- წერს პიტერ ფიშერი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.