09.ივლისი .2020 00:10

კანიე უესტის ბოტასების საწარმოო ხაზმა $5 მილიონის შეღავათიანი სესხი მიიღო

views 367
უკან

ამერიკელი მუსიკოსისა და დიზაინერის, კანიე უესტის ფეხსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Yeezy-მ, ეკონომიკის სტიმულირების გეგმის ფარგლებში სახელმწიფოსგან 2-დან 5 მილიონ დოლარამდე შეღავათიანი სესხი მიიღო. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

უესტის კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების პროგრამაში მოხვდა, რომელიც კომპანიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული, თითქმის უპროცენტო სესხების გაცემას ითვალისწინებს. სახელმწიფოს ფინანსურმა დახმარებამ საშუალება მისცა კანიე უესტის კომპანიას, შეენარჩუნებინა 106 სამუშაო ადგილი.

Yeezy დიზაინერული წარმოების ფეხსაცმელებია, რომლის გაყიდვა და დისტრიბუცია Adidas-სთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. წინა წელს ცნობილი გახდა, რომ მსგავსი შეთანხმება გაფორმდა ტანსაცმლის კომპანია GAP-თანაც.

Bank of America-მ წინა წელს კანიე უესტის ბიზნესი 3 მილიარდი დოლარით შეაფასა, თუმცა ეს მოცულობა ბიზნესს კორონავირუსის პანდემიამდე ჰქონდა, სავარაუდოა, რომ ბოლო პერიოდში მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა.

ამავე დოკუმენტით, 200 მილიონი დოლარით შეფასდა კანიე უესტის საკუთრებაში არსებული სხვა აქტივები, მათ შორის, 4 სახლი კალიფორნიაში და რანჩო ვაიომინგის შტატში. უნდა ითქვას, რომ დოკუმენტი მხოლოდ კანიე უესტის ბუღალტრისგან მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა და არ ეფუძნება აუდიტორულ შეფასებას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა