მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანიე უესტის Yeezy Gap-ის ბრენდით შექმნილი ქურთუკების ხაზი რამდენიმე საათში გაიყიდა

60bf6f741f42d
ნათია თაქთაქიშვილი
08.06.21 21:27
818
ცნობილი რეპერის კანიე უესტის Yeezy Gap-ის ბრენდით შექმნილი ქურთუკების ხაზი რამდენიმე საათში გაიყიდა. ქურთუკის ღირებულება 200 აშშ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ღია ლურჯი ფერის ნეილონის ქურთუკები Gap-ის საიტზე დღეს განთავსდა. ქურთუკის შეძენა ორივე სქესის წარმომადგენლებს ერთნაირი წარმატებით შეეძლოთ, რადგან მოდელი განკუთვნილია როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შეძენილი ნივთი მომხმარებლამდე მხოლოდ საშემოდგომოდ მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დასაწყისში ტანსაცმლის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Gap-მა და რეპერმა კანიე უესტმა Yeezy-ის ბრენდით ტანსაცმლის გამოშვების შესახებ 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

კანიე უესტი Yeezy-ის ბრენდით უკვე თანამშრომლობს Adidas-თან. კანიე უესტის ტანისამოსების და ბოტასების ბიზნესი დაახლოებით 4.7 მილიარდ აშშ დოლარად არის შეაფასებული.

გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, Gap-ის აქციებზე ფასმა 3%-ით მოიმატა, შესაბამისად ბრენდის საბაზრო კაპიტალიზაციამ 11.8 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.