საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახლოს, 50 მეტრის მოშორებით, თამბაქოს რეალიზაციაზე ჯარიმები მკაცრდება.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის როგორც კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, ისე - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.
ჯანდაცვის კომიტეტის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის და ლადო კახაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისთვის საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 500 ლარით, ნაცვლად 200 ლარისა, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის - 1000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 400 ლარისა.
თავისივე ინიცირებულ კანონში ცვლილების შეტანა დეპუტატმა ლადო კახაძემ მისი აღსრულების დროს გამოვლენილი შედეგებით ახსნა. კერძოდ, დეპუტატის თქმით, ჯარიმა იმდენად დაბალია, რომ ინდუსტრიას მისი გადახდა უღირს.
„არის თემა, რომელიც გამოვლინდა უკვე მიღებული კანონის ამოქმედების შემდეგ. საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 50-მეტრიან რადიუსში თამბაქოს რეალიზაციის წესების დარღვევისთვის ვამკაცრებთ სანქციას, რადგან მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ინდუსტრიას უღირს ამ ჯარიმის გადახდა. იმდენად დაბალია სკოლიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს გაყიდვაზე ჯარიმა, რომ მისი გადახდა უღირთ. ჩვენ ჯერადად ვამკაცრებთ ჯარიმას. არცერთი ადამიანი არ დაჯარიმდება, ვინც ამ წესს არ დაარღვევს. თუ ჯარიმა იყო 200 ლარი, ახლა იქნება 500. ინდუსტრიას არ უნდა უღირდეს ასე ჰარიჰარად კანონზე ზურგის შექცევა. ასევე წესის დარღვევის განმეორებისთვის ჯარიმა გაორმაგდება“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
ამავე კანონპროექტის თანახმად, იკრძალება მოწევა ტაქსიში. ასევე, გასახურებელი თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია განთავსდეს შესაბამისი პიქტოგრამის გარეშე. გარდა ამისა, თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციად ჩაითვლება „ბრენდის გაფართოება, აგრეთვე, სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინი, რომელიც ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებული პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი“. ამგვარი პოპულარიზაცია აკრძალული იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი