პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს აზარტული თამაშების რეგულირების საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც 1 მილიონ ადამიანს, მათ შორის 25 წლამდე პირებს, საჯარო მოხელეებს და სოცდაუცველებს აზარტული თამაშის უფლებას უკრძალავს. ამავე კანონპროექტით იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამირება, ასევე 65%-70%-ით იზრდება გადასახადები ონლაინ-თამაშების სეგმენტისთვის.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, 1 მლნ ადამიანისთვის თამაშის აკრძალვა საგადასახადო შემოსავლების 50 მილიონი ლარით შეამცირებს. რეკლამირების აკრძალვით კი, სარეკლამო ინდუსტრია წლიურად 30 მილიონზე მეტს დაკარგავს.
ფინანსთა სამინისტროს გეგმით, იმისთვის, რომ ამ აკრძალვებმა მომხმარებლის უცხოურ სათამაშო სისტემებზე გადინება არ გამოიწვიოს, ბანკებს და საგადახდო პროვაიდერებს უნდა აეკრძალოთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ უცხოურ სისტემებზე თანხების გადარიცხვა.
პარლამენტში შესული საკანონმდებლო პაკეტი ამ ცვლილებასაც ითვალისწინებს, თუმცა თუკი 25 წლამდე პირებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის თამაშების აკრძალვა 1 იანვრიდან არის დაგეგმილი, უცხოურ სისტემებზე თანხის გადარიცხვის აკრძალვა, კანონის მიღებიდან 6 თვის შემდეგ მოხდება, რაც, ფაქტობრივად, ტოვებს 180-დღიან ფანჯარას იმისთვის, რათა მომხმარებლის ნაწილი სწორედ ამ სისტემებზე გადაერთოს.
“საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით;
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვეში,”- ნათქვამია კანონპროექტში.
სწორედ უცხოურ სისტემებზე თამაშების გადასვლის საფრთხის შესახებ აფრთხილებს აზარტული თამაშების ასოციაცია საქართველოს მთავრობას და პარლამენტს. ორგანიზაციის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუკი საქართველოში ეს სისტემები ხელმისაწვდომი დარჩა, ქვეყნიდან 200 მილიონი დოლარის გადინება მოხდება.
"ჩვენ შევაფასეთ რა ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს. ჩვენი პირველადი შეფასებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარი შეიძლება საქართველოს ეკონომიკიდან გავიდეს ისე, რომ უკან არ დაბრუნდება. ასაკის შეზღუდვასთან დაკავშირებით და საგადასახადო ტვირთის ზრდასთან გვაქვს განსაკუთრებულად კრიტიკული შენიშვნები.
სებ-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 120 მილიონი ლარი უკვე გადის საზღვარგარეთ ამ საიტებზე. 33 ვებგვერდი არის ხელმისაწვდომი დღეს საქართველოდან და არცერთი მათგანი საქართველოში არაა რეგისტრირებული", - ამბობს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი ქათამაძე.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აზარტული თამაშების გამკაცრებული რეგულაციები 3 კვირის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა და მან ფინანსთა სამინისტროს 1-კვირიანი ვადა მისცა, რათა კანონპროექტი შემუშავებულიყო. აზარტული თამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებით, ეს განცხადება მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო და არ იცოდნენ, რომ მთავრობა ასეთი მასშტაბური რეგულაციების მომზადებას გეგმავდა.
2 კვირის წინ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი პრინციპების პრეზენტაცია გამართა და თქვა, რომ პარლამენტს ის უახლოეს ვადებში წარედგინებოდა. ამის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ აზარტული თამაშების ბიზნესებთან გამართა შეხვედრა და მათთან კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.
გუშინ კი, პარლამენტში ეს ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით დარეგისტრირდა, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ავტორად არა მთავრობა ან ფინანსთა სამინისტრო, არამედ ქართული ოცნების დეპუტატები - დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი და სხვა პირები არიან მითითებული. გუშინვე პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ცვლილებები დაჩქარებული წესით განეხილა. შესაბამისად, ახალ რეგულაციებს ქვეყანა 2022 წლიდან შეხვდება.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კანონპროექტის პირობითი ავტორის ცვლილება მოხდა, სავარაუდოდ, რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ვალდებულების თავიდან აცილება, რადგანაც თუკი ეს ინიციატივა მთავრობის მიერ იქნებოდა წარდგენილი, მასზე RIA-ც უნდა ჩატარებულიყო და მისი კონკრეტული ეკონომიკური და სოციალური ეფექტები დეტალურად უნდა გაანალიზებულიყო, დეპუტატების მხრიდან მისი წარდგენით კი პროცესი RIA-ს გარეშე, ფორსირებული სახით მიმდინარეობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ