მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება - ნიკოლოზ გამყრელიძე ეროვნულ ბანკს მიმართავს

5e8d9f212251d
შოთა ტყეშელაშვილი
08.04.20 15:03
3016
დღეს გადაცემა “საქმიან დილაში” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მათ მიმართ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. საქმე “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის” “საქართველოს ბანკთან” დაკავშირებული პირის სტატუსს ეხება, რის გამოც, GHG-ის შეზღუდული აქვს “საქართველოს ბანკისგან” სესხის აღების უფლება.

სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა ნიკოლოზ გამყრელიძის მოადგილის მიერ 20 მარტს კობა გვენეტაძისთვის გაგზავნილი წერილი, რომელზეც “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” ხელმძღვანელის თქმით, სებ-იდან ოფიციალური პასუხი დღემდე არ აქვთ მიღებული.


ნიკოლოზ გამყრელიძე საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ:

“ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მიმწოდებლები ქვეყანაში სამედიცინო სერვისების. არამარტო ჰოსპიტალური მიმართულებით, არამედ ფარმაცევტული სერვისებისაც. გამოწვევა საკმაოდ დიდია. გვჭირდება, რომ მარაგები იყოს ქვეყანაში საკმარისი. დღეს ეს მარაგები საკამრისზე მეტია, ისე რომ არც ჰოსპიტალურ და არც ჩვენ საცალო მომხმარებლებს აფთიაქში მისვლისას პრობლემა არ შეექმნება. მნიშვნელოვანია ჰოსპიტლების მომზადება, პირველადი ჯანდაცვის მომზადება, რასაც ვაკეთებთ. ეს საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვს და რაც მთავარია დიდ ლიკვიდობას მოითხოვს, ანუ აქ ლიკვიდობასთან წვდომა არის აბსოლუტურად კრიტიკული.

სიტუაცია არის ამგვარი, ქვეყანაში ყველაზე დიდ ბანკს, ანუ “თიბისი ბანკს” ჩვენთან მიმართებით ლიმიტი შევსებული აქვს ეროვნული ბანკის რეგულაციით. ეს ლიმიტი შევსებულია იმიტომ, რომ მეორე მსხვილი ბანკი, რომელიც ქვეყანაშია ამ ლიმიტს ვერ აბალანსებს, რაც ეროვნული ბანკის ჩემთვის გაუგებარ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას უკავშირდება. რადგან ვითვლებით ურთიერთდაკავშირებულ პირად, ანუ ვითვლებით ურთიერთდაკავშირებულ პირად ყველანაირი კანონიერი დასაბუთების გარეშე. შესაბამისად. წვდომა ლიკვიდურ აქტივებთან გვაქვს შეზღუდული.

ძალიან დიდი თხოვნით, ბატონ კობა გვენეტაძეს 20 მარტს მივწერეთ წერილი, ჩემმა მოადგილემ მოაწერა ხელი წერილს, რადგან მე ამ დროს ინფექციურ ბოქსში ვიყავი და ვთხოვეთ ეროვნულ ბანკს გაეთვალისწინებინა ეს მდგომარეობა. დიდი ხანია ეს პრობლემა არსებობს და არ დაგვიძრია ეს საკითხი, სანამ კრიტიკული არ გახდა ვითარება. სანამ საჯაროდ არ მომიწია მიმართვა 5 აპრილს, პასუხი არავინ არ იკადრა. სიმართლე რომ გითხრათ გუშინაც, რაც აღნიშნა სებ-მა პასუხში ისიც არ შეესაბამება სიმართლეს. დიახ, ბატონი პაპუნა ესაუბრა ჩემს მოადგილეს, მაგრამ იქ პასუხი არ გაცემულა, ითქვა რომ რამდენიმე დღეში დაგვიბრუნდებოდნენ. თუმცა არ დაგვბრუნებიან, წერილი გავუგზავნეთო იყო აღნიშნული და ეს წერილი არ მიმიღია. ჩვენამდე არ მოსულა ის, არც ჩვენს ფოსტაშია და არც ელექტრონულ ფოსტაში არ არის. როდესაც მოვა რა თქმა უნდა შევხედავთ.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ ვითარებაში მეტი მოქნილობა მართებს, არ არის ახლა ზედმეტი ბიუროკრატიის დრო. სისტემურ მდგრადობას ამ მოწინავე სექტორისას რისკები არ უნდა შევუქმნათ, რაღაც გაურკვეველი ბიუროკრატიული ბარიერებით.

თუ ეს პრობლემები არ მოგვეხსნა, დიახ არსებობს რისკი, რომ ლიკვიდურობის პრობლემა შეგვექმნას,”- ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.

ნიკოლოზ გამყრელიძე გადაცემა "საქმიან დილაში"