მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენ პირთა სიას საზოგადოებრივი მაუწყებელი დაემატება

61cdda1574287
BM.GE
30.12.21 20:19
472
პარლამენტმა 79 ხმით მიიღო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება. მომხსენებლის, ეკა სეფაშვილის განმარტებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენ პირთა ჩამონათვალს ემატება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის N31-ში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა შენდება.

კანონში ცვლილების განხორციელებამდე აღნიშნული ქონება, მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ სარგებლობის უფლებით ქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაცემული. განხორციელებული ცვლილებით კი შესაძლებელი გახდება აღნიშნული ფართი მთლიანად განკარგვის უფლებით გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რითაც მოხდება მისი დამოუკიდებლობის რეალური უზრუნველყოფა.