მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს - დავითაშვილი

633eb29446999
თამთა ჯიჯავაძე
06.10.22 14:48
692
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით ქვეყანას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესებისთვის კაპიტალის ბაზრის რეფორმა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო სხვა საჯარო უწყებებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ამ კუთხით ნორმატიული ბაზის დახვეწასა და სრულყოფაზე მუდმივად მუშაობს.

„ვფიქრობ, ამ კუთხით ალბათ უფრო მეტი ადრეც უნდა გაკეთებულიყო, თუმცა მიმდინარე წელი გამორჩეულია, ჩვენი აქტივობით მნიშვნელოვანი მსხვილი რეფორმების პაკეტი მომზადებულია, რომელსაც იმედია პარლამენტი მხარს დაუჭერს. კაპიტალის ბაზარს ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს აუცილებელი კომპონენტია, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი დანაზოგების ეფექტიან ინვესტირებას, დოლარიზაციის შემცირებას და მათ შორის საგარეო შოკების მიმართ ჩვენი მდგრადობის გაძლიერებას.

ამ მიმართულებით დიდი პროგრესი იყო 2019 წელს განხორციელებული საპენსიო რეფორმა, საინვესტიციო ფონდების ჩარჩო კანონმდებლობის შედეგად მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით. ამ მიმართულებით პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც წვდომას გაუხსნის ჩვენს მოსახლეობას ალტერნატიულ დანაზოგებზე, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას მისცემს, რომ საბანკო დაკრედიტების გარდა, სხვა უფრო იაფი და ხელმისაწვდომი რესურსებით მოიძიონ კაპიტალი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტრო მიმდევრის როლშია - ვისი ფუნქციაა კაპიტალის ბაზრის განვითარება