მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარანტინი სამხრეთ აფრიკაში და გზაზე წამოწოლილი ლომების ჯგუფი

5e9c6a8356c8f
BM.GE
19.04.20 19:08
2126
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული, ქუჩები ძირითადად ცარიელია, მანქანები არ მოძრაობს. ცხოველებმაც სხვადასხვა ქვეყანაში უფრო მშვიდად იგრძნეს თავი. CNN სამხრეთ აფრიკის კარანტინზე წერს და აცხადებს, რომ ლომებიც კი ამ გარემოში სიმშვიდით ტკბებიან. გამოცემა წერს, რომ კრუგერის ეროვნულ პარკში ლომების ჯგუფმა პირდაპირ გზაზე გადაწყვიტა შესვენება. მანამდე ისინი პარკის იმ სივრცეში ბინადროდნენ, რომელიც ჩვეულებრივ ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. კადრები პარკის ფოტოგრაფრმა აღბეჭდა.

"დღის ამ მონაკვეთში ლომების ჯგუფის გზაზე წოლა უჩვეულოა, რამდენადაც სხვა ნორმალურ პირობებში ამ გზაზე საცობი იქნებოდა, რაც მათ დამალვისკენ უბიძგებდა",- აცხადებს პარკის სპიკერი გამოცემასთან.