24.მარტი .2020 17:10

კარანტინის შემდეგ მოქალაქეები "ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტს" ტოვებენ - ყველა ჯანმრთელია

კარანტინის შემდეგ მოქალაქეები
views 13105
უკან

„პატარა, მაგრამ გამარჯვება კორონავირუსზე“, - ასეთი ტექსტით აფასებს სასტუმრო „ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტის“ მფლობელი საკარანტინე ზონიდან აუცილებელი პერიოდის შემდეგ მოქალაქეების გასვლას.

როგორც BM.GE-ის ანდრო ჯიშკარიანმა უთხრა სასტუმრო რამდენიმე დღეში მზად იქნება მიიღოს ახალი ნაკადი.

„ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტიდან“ 10 მარტს იტალიის ჩარტერით ჩამოსული სტუმრების უმრავლესობა გავიდა. არანაირი ვირუსი არ დაფიქსირებულა, რაც პატარა წარმატებაა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - უთხრა BM.GE-ის სასტუმროს მფლობელმა ანდრო ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ პირველი სასტუმროა, სადაც სახელმწიფომ პირველი ჩარტერული რეისით ჩამოყვანილი მოქალაქეები კარანტინში განათავსა.