მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება - კანონპროექტი მზადაა

5e70f092d0136
BM.GE
17.03.20 19:44
2913
საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესით და ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება. ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინება.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომელი მიშა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177/15 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. პროექტი განიხილება დაჩქარებული წესით.