სახელმწიფო აუდიტის სამსახური კოვიდ 19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტებს განახორციელებს - ამის შესახებ უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. 2021 წლის აუდიტის გეგმიდან ირკვევა, რომ სამსახური მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტს ჩაატარებს. მათ შორისაა საკარანტინე ზონების მოსაწყობად გაფორმებული ხელშეკრულებების აუდიტი, ასევე პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სერვისების ეფექტიანობის აუდიტი და ეკონომიკის აღდგენის გეგმის ეფექტიანობის აუდიტი.
აუდიტის სამსახურის გეგმები ასეთია:
"COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი საკარანტინო ზონების მართვა - COVID-19 პანდემიის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით შეიქმნა საკარანტინო სივრცეები, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ რისკჯგუფებს მიკუთვნებული პირების დროებით იზოლირებას. აუდიტის მიზანია შეისწავლოს პროექტის მართვის ეფექტიანობის საკითხები.
COVID-19 პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობა - აუდიტის მიზანია შეისწავლოს რამდენად ეფექტიანი იყო სამინისტროს მიერ დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებები, ბენეფიციართათვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული სერვისების დროული და სრულყოფილი მიწოდების კუთხით.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებები - აუდიტის მიზანია შეისწავლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ - აწარმოე საქართველოს მიერ, მეწარმეთა საჭიროებების საპასუხოდ განხორციელებული ხელშეწყობის პროგრამები და ღონისძიებები. ასევე, 2020 წლის ფარგლებში აუდიტი დაფარავს პანდემიის ნეგატიური ეფექტების საპასუხო ღონისძიებების კომპონენტს,"- ნათქვამია 2021 წლის აუდიტის გეგმაში.
2020 წლის განმავლობაში პანდემიის წინააღმდეგ მიმარტული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საკარანტინე სივრცეების მართვის პროგრამა იყო. გასული თვეების განმავლობაში როგორც ტურიზმის ადმინისტრაციამ, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებმა, საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე 120 მილიონამდე თანხა დახარჯეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?