მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარანტინში მყოფ Diamond Princess-ს მგზავრები ტოვებენ

5e4ccef90d9ac
ნათია თაქთაქიშვილი
19.02.20 17:58
1085
14-დღიანი კარანტინის შემდეგ იოკოჰომას პორტში კორონავირუსის გამო გაჩერებულ საკრუიზო ლაინერს მგზავრები ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ორგნიზაცია BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ლაინერზე მყოფი პირები, რომლებსაც კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური შედეგები ექნებათ და ვირუსის სიმპტომებს არ გამოამჟღავნებენ, ლაინერს დატოვებენ.

მედია ორგნიზაციის ცნობით, ის ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდგინდებათ, თუმცა საკრუიზო ლაინერზე ყოფნის დროს ინფიცირებულებთან პირდაპირი კონტაქტი მოუწიათ, უსაფრთხოების მიზნით, დამატებითი საკარანტინე პერიოდის განმავლობაში ბორტზე დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Diamond Princess იაპონიის სანაპიროსთან 3 თებერვლის შემდეგ იმყოფება.

ლაინერზე კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ-ერთ 80 წლის მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც ვირუსი ბორტზე გავრცელდა. უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსი ბორტზე მყოფ 500-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა. გემზე ჯამში 3,700 მგზავრი იმყოფებოდა.

ბოლო მონაცმემებით, კორონავირუსმა ჩინეთში კიდევ 136 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 2011-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 75 215 აჭარბებს.