მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარბამიდის ტერმინალის პროექტის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება

5d7cb22632d2a
ანუკა ჯოხაძე
14.09.19 13:10
793
კარბამიდის ტერმინალის პროექტის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. ამის შესახებ BM.GE–ს აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, რომელშიც 60 მილიონის ინვესტირება იგეგმება და აღიჭურვება მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებასაც შეძლებს.

"საერთაშორისო კორპორაცია TRAMMO ქართველ პარტნიორტებთან ერთად ერთობლივი საწარმოს საშუალებით განახორციელებს კარბამიდის ტერმინალის მშენებლობას. ტერმინალი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება, მოგვცემს საშუალებას, გაცილებით გავაუმჯობესოთ დღეს არსებული ეკოლოგიური სტანდარტები. ვინაიდან დღემდე ხდებოდა ამ ტვირთების, სასუქების, კარბამიდის დამუშავება, გადატვირთვა ღია წესით. ახალი ტერმინალით მოხდება დახურული წესით, საერთაშორისო ეკოლოგიური გარემოს დაცვითი სტანდარტების და საერთაშორისო საუკეთსო პრაქტიკის საფუძველზე ამ ტვირთების გადამუშავება. ეს ტერმინალი დასრულდება მომდევნო წლისთვის", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, გასულ თვეს სოციალურ ქსელში გამოჩნდა გზავნილები, რომ ბათუმში ტერმინალი, რომელსაც ამერიკული ტრეიდული კომპანია Trammo აშენებს, "ქიმიურია" და მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია, თუმცა ამის პარალელურად ევროკავშირის ექსპერტები საპირისპიროს ამტკიცებდნენ.