520-ე დადგენილების შეჩერებაზე საუბარი არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო წინააღმდეგია, - ამის შესახებ ჩაფიძის კლინიკის კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსმა ზვიად ბახუტაშვილმა ჯანდაცვის განვითარების საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კარდიოლოგიურ განყოფილებაში ყველაზე კრიტიკული ნაწილი სარქვლოვანი ოპერაციებია.
„დეფიბრილატორებთან დაკავშირებით უკვე დაუშვეს გარკვეული გამონაკლისი, ხოლო 520-ე დადგენილების შეჩერებაზე საუბარი არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო წინააღმდეგია. რაც შეეეხება დანარჩენ კრიტიკულ პოზიციებს, აქ გაჟღერდა, რომ ორი სამუშაო ჯგუფია ჩამოყალიბებული და ამ სამუშაო ჯგუფებში მოგვიწევს პოზიციების, კალკულაციების შესაბამისობის დადგენა. თუ შესაცვლელი იქნება და, სავარაუდოდ, პოზიციებს დავუმტკიცებთ და იმასაც, სავარაუდოდ, ცვლილება მოჰყვება. დადგენილების კრიტიკული ნაწილი არის სარქვლოვანი ოპერაციები. საკმაოდ განებივრებული ვართ და ჩვენს ქვეყანაში ტარდება საკმაოდ რთული რეკონსტრუქციები, რომლებიც რამდენიმე სარქველის, აორტის და მაგისტრალური სისხლძარღვების პროტეზირებას და პლასტიკას გულისხმობს; ამ ოპერაციებში პირდაპირი მატერიალური დანახარჯი ძალიან მაღალია. სამინისტროს მიერ მოცემულ მონაცემებში წერია მშრალად - ორი და მეტი სარქველი, ეს შეუძლებელია, რადგან თითოეული სარქველი რამდენიმე ათას ლარიან დანახარჯთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში, ეს პაციენტები უნდა წავიდნენ საზღვარგარეთ ან დარჩებიან სამედიცინო მომსახურეობის გარეშე. იმედი მაქვს, ამ პოზიციებზე ვისაუბრებთ. ასევე, იმედი მაქვს, რომ ვისაუბრებთ ბიოლოგიურ სარქველზე, რაც ორჯერ ძვირია და თითოეულს აქვს თავისი ჩვენება. არავინ ითხოვს აღმატებულ სარქველს, უბრალოდ ყველას აქვს თავისი ჩვენება, ასაკობრივი და ა.შ. იმედი მაქვს, ეს საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა ბახუტაშვილმა.
გარდა ამისა, ექიმი იმედს გამოთქვამს, რომ სამუშაო ჯგუფების მუშაობის ხელოვნურად გაწელვა არ მოხდება.
„რაც შეეხება სელექტიურ კონტრაქტირებას, დასადგენია ლიცენზირების პირობები; დღეს წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ შედგენილი გეგმა და იმედი მაქვს, მალე შევა ძალაში, რადგან წლებია ამისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვფიქრობთ, იმისთვის, რომ გავზარდოთ ხარისხი, ქირურგები უნდა შეგროვდნენ ერთ განყოფილებაში და უნდა მივიღოთ მძლავრი განყოფილებები. რაღაცა კლინიკები ალბათ ლიცენზირებას ვერ გაივლიან და შემდეგი ეტაპი იქნება სელექტიური კონტრაქტირება. ამ პირობებზე საუბარი საერთოდ არ არის, რადგან ჯერ ლიცენზირების პირობები არის დასადგენი“, - განაცხადა ბახუტაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება