მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარდიოლოგიური კლინიკები მთავრობაში გასაგზავნად ახალ წერილს ამზადებენ

5e4fae053062a
ინგა მურუსიძე
21.02.20 14:20
1085
კარდიოლოგიური კლინიკები მთავრობისთვის გაასაგზავნად ახალ წერილს ამზადებენ, - ამის შესახებ „ანალიტიკის“ ეთერში, კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სულხან ლომინაძემ განაცხადა.

„ახლა მეორე წერილი იწერება კლინიკების სახელით. ეს წერილი, რომელიც თქვენ მოგაწოდეთ არის დარგობრივი ასოციაციების, ხოლო ახლა კლინიკებიც ამზადებენ. ჩვენ ვართ მაქსიმალურად კონსტრუქციული სამინისტროსთან და მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ლომინაძემ.

შეგახსენებთ, რომ 37 სამედიცინო ასოციაცია 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით პრემიერს და მთავრობას წერილით მიმართავს. ასოციაციები კვლავ აცხადებენ, რომ 520-ე დადგენილება უნდა შეჩერდეს.