მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარფური“ ვენდუზეა - ფრანგული ბრენდის პროდუქციის შეძენა უკვე სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი

5fdb3c898d217
BM.GE
17.12.20 15:08
915
კომპანია „კარფური“ თბილისსა და რეგიონებში ახალი ფილიალების გახსნის შემდეგ, ციფრული მიმართულებითაც აგრძელებს გაფართოებას და მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანს ონლაინ გაყიდვების უმსხვილესი ქსელის - „ვენდუს“ საშუალებით სთავაზობს.

ეს სიახლე როგორც დედაქალაქის, ასევე საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებელზე ვრცელდება, რომლებსაც უკვე საყვარელი ბრენდის სასურველი პროდუქციის მიღება სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ.

„კარფურმა“ გადაწყვიტა, შოპინგის ეს უნიკალური გამოცდილება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პანდემიის შემდეგ გახდა, კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზოს, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი დაზოგავს თავის დროსა და ენერგიას.

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, სახლიდან გაუსვლელად, „ვენდუს“ პლატფორმით მიიღოთ 250-მდე სახეობის სხვადასხვა პროდუქცია 24 საათის განმავლობაში:

- საყოფაცხოვრებო ნივთები
- ჭურჭელი
- ბაღის აქსესუარები
- სათამაშოები
- საახალწლო ნაძვის ხეები
- ტექნიკის დიდი არჩევანი

ასორტიმენტი დღითი დღე იზრდება და სულ ცოტახანში კარფური მომხმარებელს საახალწლო განათებასა და 2 ახალ კატეგორიას შესთავაზებს: სპორტი და ცხოველთა მოვლის საშუალებები.

ამჟამად ვენდუზე განთავსებულია 400-ზე მეტი მაღაზია, 40 000-ზე მეტი პროდუქტით. აღნიშნული პროდუქტები ერთ სივრცეშია თავმოყრილი და ნებისმიერ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, მარტივად, სწრაფად და კომფორტულად შეუძლია შეარჩიოს სასურველი ნივთები 24/7 ყიდვის შესაძლებლობით.

ვენდუ არის საქართველოში პირველი ონლაინ შოპინგ სივრცე, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და უზრუნველყოფს პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას საუკეთესო პირობებითა და მაქსიმალური კომფორტით. ამ ეტაპზე, ვენდუზე 20 მსხვილი კატეგორიაა, რომელსაც დამატებით ქვეკატეგორიები აქვს, ხოლო პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი დღითი-დღე იზრდება.

ვენდუს აქვს მიტანის სერვისი, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავს.

რაც შეეხება „კარფურს“, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.

2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში კარგი განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის საქართველოში კარფური 35 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი.

(NS)