„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია ბავშვებმა თამაშით ისწავლონ გარემოზე ზრუნვა.
„კარფურისთვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგარდი განვითარება და ეკოლოგიაზე ზრუნვა, რასაც ხაზს უსვამს ბრენდის მიერ არაერთი გარემოსდაცვითი კამპანიისა და სიახლეების დანერგვა, მათ შორის მრავალჯერადი ჩანთების და ელექტრონული ქვითრების შესაძლებლობა.
ამჯერად, „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ პირველი სასარგებლო, ეკო-მეგობრული თამაშის ბარათები, რომელიც ბავშვებს თამაშით ასწავლის გარემოზე ზრუნვას.
ბარათებზე განთავსებულია ეკო-გმირები, რომლებიც ზრუნავენ სისუფთავეზე და გარემოს გაუმჯობესებაზე, სულ არის 24 ეკო-გმირი. თითოეული მათგანი კი გვასწავლის ერთ ეკო-მეგობრულ ჩვევას, მაგალითად „თუთა“ გვასწავლის, რომ „შევამციროთ ნარჩენები და შევიძინოთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც გვჭირდება“.
თამაშის გამოყენება ძალიან მარტივია, მასზე განთავსებულია სპეციალური QR/ელექტრონული კოდი, რომლის დასკანერებითაც აპლიკაციის მეშვეობით ბავშვებს შეუძლიათ ეკო-გმირების გაცოცხლება და თამაში.
Joykis-ის თამაში „კარფურის“ ყველა ფილიალში ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ წიგნი ეკო-გმირების ისტორებით, ბრენდირებული, სახალისო ჭიქები და „ჯადოსნური ყუთი“, ჯადოსნური ყუთი“, რომელშიც განთავსებულია სპეციალური ეკო-ბარათი, რომლიდანაც დარგვის შემდეგად რეალური მცენარე იზრდება.
ბარათების ღირებულება სამი ლარი იქნება, თუმცა ყოველ 5 ლარის შენაძენზე ბარათს მხოლოდ 30 თეთრად შეიძენენ. საქართველოს ბანკით გადახდისას კი, მიიღებენ ფასდაკლებას ბარათების გაორმაგებულ რაოდენობაზე. აქცია ასევე, მოქმედებს პარტნიორი პროდუქტების შეძენისას.იმისთვის, რომ მომხმარებლებმა შეძლონ Joykis-ის ეკო-გმირების შეძენა და 24 გმირის შეგროვება, არ უნდა დაავიწყდეთ მაი ქლაბის დასკანერება. "მაიქლაბი" არის "კარფურის" დაგროვების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც დაგროვილი ქულების გამოყენება "კარფურში" ნებისმიერ პროდუქტის შესაძენად არის შესაძლებელი.
„კარფურისთვის“ მნიშვნელოვანია სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობაში გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
R
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი