მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარფურის" ორი ჰიპერმარკეტი მუშაობას დროებით აჩერებს

5e9a04a55ce88
თამთა ჯიჯავაძე
17.04.20 23:31
2652
მთავრობის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას, კომპანია “კარფურის” ორი ჰიპერმარკეტი, “თბილისი მოლსა” და “ისთ ფოინთში” აჩერებს ოპერირებას ხვალიდან 22 აპრილამდე.

ამის შესახებ ინფორმაციას "კარფური" ავრცელებს.

"მოგეხსენებათ, აღნიშნულ ჰიპერმარკეტებამდე მომხმარებელი ძირითადად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რისი უფლებაც დროებით შეზღუდულია.

ჰიპერმარკეტები მუშაობას 22 აპრილიდან განაახლებენ, ხოლო კარფურის ყველა დანარჩენი ფილიალი აგრძელებს ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში.

აქვე გვინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ კარფურის თავდადებულ გუნდს, რომლის თითოეული წევრი თავდაუზოგავად უდგას გვერდით არა მარტო კომპანიას, არამედ მთელს ქვეყანას.

ასევე, მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, მოთმინებისა და ჩვენდამი გამოხატული ნდობისთვის", – წერია "კარფურის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს 12:00 საათიდან ამოქმედდა შეზღუდვა მთელი საქართველოს მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შესახებ.