მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, აშშ-ს და საქართველოს სხვა მეგობრებს წვლილი აქვთ შეტანილი - დეგნანი

633d57a31aed3
BM.GE
05.10.22 14:05
703
იმ კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, რომლებსაც ახლა ვხედავთ, აშშ-ს და საქართველოს სხვა მეგობრებს თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

„მე მირჩევნია ფაქტებით და სიმართლით ვიხელმძღვანელო, ვიცით, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და კონსპირაციაა ჩვენ გარშემო. თუმცა სიმართლე ისაა, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში.

მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი, ეკონომიკა, სამუშაო ადგილების შექმნა. ასევე ვიტყოდი, აშშ-ს და საქართველოს სხვა მეგობრებს წვლილი აქვთ შეტანილი იმ კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, რომლებსაც ახლა ვხედავთ,”- განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი და გონივრული ნაბიჯებით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგა და 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.4% შეადგინა, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში კი, ეკონომიკური ზრდის 10,3% -იანი მაჩვენებელი ფიქსირდება.