მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგა ხანია, მთავრობამ "ხელები დაიბანა", ამიტომ ვცდილობთ, ჩვენს თავს მივხედოთ - მერიკო გუბელაძე

6214db04bbfea
BM.GE
22.02.22 16:41
1145
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან საქართველოში შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა. მათ შორის ისიც, რომელიც რომელიც კვების ობიექტებს ეხებოდა, დიდი ღონისძიებების გამართვა, სასტუმროს ბუფეტით მომსახურეობა, ერთ მაგიდასთან ადამიანების შეზღუდული ოდენობის დასმა და ა.შ.

Bm.ge მთავრობის გადაწყვეტილების შესაფასებლად „შავი ლომის“, „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას“დამფუძნებელ მერიკო გუბელაძეს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, მთავრობა უპასუხისმგებლოდ იქცევა, ამიტომ ის გააგრძელებს მის რესტორნებში იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდა:

„მე კარგა ხანია ვიცი, რომ მთავრობას „დაბანილი აქვს ხელები“ და აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან, ამიტომ ვცდილობთ, რაღაცნაირად მივხედოთ ჩვენს თავს. მე ამას ვაკეთებ დიდი ხანია. მათი გადაწყვეტილებით და შეზღუდვების მოხსნით ჩემთვის არაფერი მოხსნილა; როცა ვნახავთ, რომ ეპიდვითარება შემსუბუქდება, ჩვენც მოვხსნით რესტორნებში დაწესებულ შეზღუდვებს. ჯერჯერობით, ჩვენთან ყველა სტუმარი „მწვანე პასპორტით“ შემოდის“, - ამბობს გუბელაძე.

მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ კორონავირუსი უკვე გამოაცხადა სეზონურ გრიპად, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ იმ ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ამიტომ არავინ იცის, საქართველოში ეპიდვითარების თვალსაზრისით, რა არის მოსალოდნელი.

„ფაქტია, რომ სიტუაციას ვერ მართავენ [მთავრობა]“, - ამბობს ის.