მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კარგად უნდა გავიგოთ, რომ ბიზნესი მტერი კი არა, ყველაფრის საფუძველია" – ალექსანდრე რატიშვილი

5f6ce33bb1ec2
თამთა ჯიჯავაძე
24.09.20 23:14
1151
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ჩინოვნიკსაც და უბრალო მოქალაქესაც, ბიზნესისთვის მიყენებული ზიანი, ეს არის პირდაპირ პროპორციული და პირდაპირ ასახვა საერთო მოსახლეობაზე და ქვეყანაზე“, – ამის შესახებ „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა, ალექსანდრე რატიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო იმ გაგებით, რომ ის არის ყველაზე მთავარი დამსაქმებელი და ბიუჯეტის მთავარი შემავსებელი ამ ქვეყანაშიც და ყველა ქვეყანაშიც.

„ამ ქვეყანაში უბრალოდ, ეს კარგად უნდა გავიგოთ. ბიზნესი მტერი კი არ არის, ბიზნესი არის ყველაფრის საფუძველი", – აღნიშნა რატიშვილმა.

მან ასევე  შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ბიზნესის მოთხოვნები ცვლილებებზე მაგალითად ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების პუნქტში გათვალისწინებულია, რაც ძალიან კარგია. ცვლილებების პროექტი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მინიმალური სტანდარტის ზრდას ითვალისწინებდა.

„გარკვეული შესწორებები გაკეთდა, ეს ძალიან კარგია. ზოგადად ეს იდეა შეიძლება კარგია და შვეიცარიაში, დანიაში შეიძლება ასეც ფიგურირებს შრომის კოდექსში, მაგრამ ქვეყანა სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ ასაშენებელია, ყველაფერი ფეხზე დასაყენებელია და ბიზნესი გასავითარებელია, იქ ამ ტიპის მკაცრი ჩარევებით, დადებით შედეგს ნამდვილად არ მივიღებდით“, – განაცხადა რატიშვილმა.