მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგად ვიცი ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ჩვენს რეგიონს აქვს - რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი

60228c80bccd7
ინგა მურუსიძე
09.02.21 19:54
765
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პარმენ მარგველიძის განცხადებით, ძლიერი რეგიონები ეს არის ძლიერი სახელმწიფო და ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას. განცხადება მან პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პარმენ მარგველიძემ აღნიშნა, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი მისთვის მშობლიურია და მან კარგად იცის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მხარე, ასევე განვითარების რა შესაძლებლობები აქვს.

„ჩემთვის ეს რეგიონი გახლავთ მშობლიური, მე იქ დავიბადე, იქ ვცხოვრობ, იქ დავაგროვე ჩემი სამუშაო გამოცდილება და მათ შორის ვიყავი აღნიშნულ თანამდებობაზე 2013-2017 წლებში. ჩემთვის კარგად არის ცნობილი რეგიონის სპეციფიკა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მხარე, განვითარების რა შესაძლებლობები აქვს და ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც საკმაოდ დიდი აქვს ჩვენს რეგიონს. ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, რასაც მოწმობს ის განხორციელებული მიზნობრივი პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, იგივე მთის კანონი და ა.შ.“, - განაცხადა მარგველიძემ.

გუბერნატორის თქმით, ყველა პროგრამა განკუთვნილია იმისთვის, რომ რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და მიგრაციული პროცესები შემცირდეს, რაც ასე აწუხებს უკვე ათეული წლებია მაღალმთიან რეგიონებს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად ჩვენს პარლამენტთან ერთად და სახელისუფლებო გუნდთან, სამხარეო სამსახურებთან ერთად შევძლებთ, უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი რეგიონი, უფრო მეტად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ყველა გამოწვევას, რომელიც იქნება ადგილზე, გავუმკლავდეთ,“- განაცხადა პარმენ მარგველიძემ.