მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგი იქნება, გარკვეულ მოთმინებას თუ გამოვიჩენთ - მერიის წარმომადგენელი იპოდრომის შესახებ

6284b508d515e
მარიამ ვარადაშვილი
18.05.22 13:16
1488
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა დასრულების ვადებზე ვერ ისაუბრებს.

მერიის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ ვადებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი თბილისის მერია ვერ იქნება, რადგან სამშენებლო სამუშაოებში ქალაქის მთავრობა ჩართული არ არის - “ვადებთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების პროცესში ჩართულები არ ვართ". ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე -  მშენებლობის პროცესი წლები რომ გაიწელოს ამაზე მერიას რეაგირება თუ ექნებათ, გიგაშვილი პასუხობს, რომ პროექტის დროულად დასრულება მერიის ინტერესშიც არის.

“როგორც თქვენ არ მოგეწონებათ, რომ გაიწელოს და წლები უყუროთ, ისე მე არ მომეწონება და არც მოქალაქეებს. ჩვენი ინტერესიც არის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მოსახლეობას დიდი სარეკრეაციო სივრცე ჰქონდეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამშენებლო ობიექტად იყო განწირული ეს ტერიტორია. ამ შემთხვევაში გარკვეული მოთმინება კარგი იქნება, რომ ჩვენც, თქვენც და მოქალაქეებმა გამოვიჩინოთ. ძალიან დიდი საქმე გაკეთდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ერთი წლით იქნება შეფერხება თუ ნახევარი წლით არ უნდა იყოს იმ დონის ზიანი, რა სიკეთეც ამ პარკის მშენებლობით იქნება”, - განაცხადა გიგაშვილმა. 

2020 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში, საბურთალოზე მდებარე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და ამ ადგილას “თბილისის ცენტრალური პარკი” გაშენდება.