06.ივლისი .2020 19:37

კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ტურისტებს PCR ტესტებს დაუსუბსიდირებს - ცოტნე ჯაფარიძე

views 575
უკან

გიდებისა და ტურისტული ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა. სექტორი მთავრობისგან ფრენების აღდგენას მოითხოვს იმ ქვეყნებთან, სადაც კოვიდის გავრცელება დაბალია და მწვანე ზონებად მიიჩნევა.

გარდა იმისა, რომ ტურისტული სექტორი მთავრობისგან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას ელის, მათი ნაწილი ხელისუფლებას საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად სტიმულირების კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს.

"საზღვრების გახსნასთან ერთად უნდა მოხდეს 2-კვირიანი კარანტინის მოხსნაც, რომ ადამიანებმა შეძლონ ქვეყანაში ჩამოსვლა. კარგი აზრი იქნება, თუ სახელმწიფო მოახდენს ტესტების სუბსიდირებას. ეს კიდევ უფრო გაუადვილებს პოტენციურ ვიზიტორებს საქართველოში ჩამოსვლას. ეს იმ ფონზე, როცა ისეთი რამ სუბსიდირდება, რომლის საჭიროება აბსოლუტურად არ დგას ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის", - აცხადებს "ტრეფიკ თრეველსის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ფრენების აღდგენა 1 ივლისს იყო დაანონსებული, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისიწინებით, საქართველომ საზღვრების გახსნა 31 ივლისამდე გადადო. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა ქვეყანა 1 აგვისტოდან ფრენების აღდგენას. იმ შემთხვევაში თუ ტურისტული სექტორი ვერ მიიღებს კითხვაზე პასუხს, თუ როდის შეძლებენ საერთაშორისო ტურისტების მიღებას, ამბობენ, რომ გამაფრთხილებელი აქცია ამჯერად ფართო მასშტაბს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა