მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კარგი იქნებოდა კანონი, რომელიც ცივილურს გახდის სუპერმარკეტისა და მიმწოდებლის ურთიერთობას”

5f659929d6a80
ანა ჯოხაძე
19.09.20 19:05
955
“კარგი იქნება თუ იარსებებს კანონი, რომელიც უფრო ცივილურს გახდის სუპერმარკეტსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობას”-ამის შესახებ BM.GE-ის “ლიტვური საცხობის” დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა განუცხადა. როგორც ხუციშვილი ამბობს, ძირითადი პრობლემა სავაჭრო ქსელების მხრიდან დაგვიანებულ ჩარიცხვებს უკავშირდება. მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული, ამ ორ სუბიეტს შორის ურთიერთობას დაარეგულიებს და არცერთ მხარეს არ დასჭირდება სასამართლოს გზით დავის გადაწყვეტა.

“ჩვენ გვაქვს პრობლემები, ეს არის ძირითადად თანხების არჩარიცხვასთან და დაგვიანებით ჩარიცხვასთან დაკავშირებით. ასევე არის ყოველწლიურად გაზრდილი მოთხოვნები ფინანსური დანახარჯების კუთხით სავაჭრო ობიექტებთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოლაპარაკების გზით ესა თუ ის საკითხი გადავჭრათ, მაგრამ კარგი იქნება თუ იარსებებს კანონი, რომელიც უფრო მეტად ცივილურს გახდის ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობას და ისევე როგორც სავაჭრო ქსელს, ისე მიმწოდებელს არ დაგვჭირდება, რომ სასამართლოს მივამართოთ”-აცხადებს თინათინ ხუციშვილი.

ხუციშვილი გამოეხმაურა რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელის მირანდა მანჯგალაძის განცხადებასაც, რომ ყველანაირი რეგულაცია ფასის ზრდას იწვევს.  ხუციშვილის განმარტებით, რაც უფრო ძვირი ღირს ქსელთან ურთიერთობა, მით უფრო ძვირი ღირს პროდუქტიც.ამასთან, მისი განმარტებით, კანონის მიღების შემთხვევაში ფასების ნაწილში მდგომარეობა უფრო დასტაბილურდება და ის პროდუქციის გაძვირებას არ გამოიწვევს.

“მოვისმინე მოსაზრება, რომ პროდუქციაზე ეს ფასის ზრდის კუთხით გავლენას იქონიებს, თუმცა ვერ ვხვდები რატომ. როცა მიმწოდებელს ეკისრება ფინანსურად საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და თუ ძლიერი არ არის კომპანია ვერ შეძლებს ის ქსელთან იურთიერთოს. თუ ჩვენ გვიღირს ძვირი ქსელთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ეს ფასზეც ახდენს გავლენას “-ამბობს ლიტვური საცხობის დირექტორი.