10.მარტი .2020 22:47

კარგი ის არის, რომ ჯერ ინფექციის შიდა გადაცემები არის მინიმალური - თენგიზ ცერცვაძე

views 805
უკან

კარგი ის არის, რომ ჯერ ინფექციის შიდა გადაცემები არის მინიმალური. სულ 4-5 შემთხვევაა შიდა გადაცემის. ამ 23-დან დანარჩენი ყველა დაინფიცირდა გარეთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ამ ახალი რვიდან ერთი არის შიდა გადაცემის, ხელოსანი იყო. ხუთი ნამდვილად არ არის, ხოლო ბოლო ორის არაფერი არ ვიცი. ისიც არ ვიცი, იმ ორს ჩვენთან მოიყვანენ, თუ არა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმეს საშუალო სიმძიმის. უმეტესობის კი მსუბუქია.

ხოლო კითხვას ელოდება თუ არა დაინფიცირების შემთხვევების გაზრდას საქართველოში, ცერცვაძემ უპასუხა რომ, რა თქმა უნდა.