29.იანვარი .2020 00:16

კარიბის ზღვაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ცუნამის საფრთხე არაერთ ქვეყანაში

views 10495
უკან

კარიბის ზღვაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად იამაიკას, კუბას და კაიმანის კუნძულების სანაპიროებზე ცუნამია მოსალოდნელი. ამის შესახებ სხვადასხვა უცხოური გამოცემები წერენ.

ცუნამის საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრმა ცუნამის საფრთხე ბელიზის, ჰონდურასისა და მექსიკის სანაპიროებისთვისაც გამოაცხადა.

მიწისძვრა კარიბის ზღვაში იამაიკასა და კუბას შორის 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.