მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარლ ჰარცელი: ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს გამოვხატოთ მადლიერება მედიკოსთა მიმართ

5e8c320a19213
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.20 12:16
779
7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს ინიციატივით „გამონახე წუთი, უთხარი #მადლობა!“ იმისთვის, რათა ხაზი გაუსვას სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანების გადამწყვეტ როლს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

ევროკავშირის ელჩის განცხადება:

“ჯანმრთელობის მსოფლიო დღე შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ სამედიცინო სფეროს ყველა იმ მუშაკის მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა და დაუღალავად შრომობს კლინიკებში, საავადმყოფოებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლაბორატორიებში. დიდი მადლობა დაუღალავი შრომისა და მონდომებისთვის, რომლითაც ცდილობთ, გადაგვატანინოთ ეს ურთულესი კრიზისი," - ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიზანია, ცნობიერების ამაღლება ჯანდაცვის, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულების, შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველი საერთაშორისო ასამბლეა 1948 წელს გამართა. 1950 წელს კი, ასამბლეის გადაწყვეტილებით, 7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.