მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარლ ჰარცელი: ვფიქრობ, არჩევნები არ იქნება "ცხელი"

5f9cfdbf3f4cd
ინგა მურუსიძე
31.10.20 10:05
1079
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება. როგორც მან განაცხადა, დღეს მთავარია, ადამიანები მივიდნენ უბნებზე და  თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ.

„არჩევნების დღე დიდი დღეა; მეც, როგორც სხვები, დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი, რომ აქამდე მოვსულიყავით. ეს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ვფიქრობ, არჩევნები ჩატარდება რბილ ფორმაში და არ იქნება "ცხელი". ამ არჩევნებს დიპლომატები 1000-ზე მეტ უბანზე ვაკვირდებით. ხვალ გაკეთდება პირველი შეფასებები ეუთო/ოდირის მიერ. მთავარია, ამომრჩეველი მივიდეს უბნებზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ არ ხდება არანაირი ჩარევა ან ძალადობა და ასევე, დავრწმუნდეთ იმაში, რომ არჩევნები უმაღლესი ეთიკური ნორმებით ჩატარდება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.