მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარლ ჰარცელმა უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს უმასპინძლა

6218a34f65107
BM.GE
25.02.22 13:36
576
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს უმასპინძლა.

როგორც bm.ge-ს ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, მათ განიხილეს უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია და გამოხატეს ევროკავშირის სრული სოლიდარობა უკრაინის მოსახლეობისადმი.

ელჩებმა დაგმეს რუსეთის საფუძველსმოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამოხატეს ევროკავშირის სოლიდარობა უკრაინის მთავრობისა და მოსახლეობისადმი.

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ რუსეთის აგრესიაზე მკაცრ რეაგირებას, მათ შორის მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების დაწესებისა და უკრაინის მხარდაჭერის საშუალებით.