მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარტოფილი ფრის მწარმოებელი “ფრეკოს” ქარხანა დაიხურა, მიზეზი პანდემიაა

5fff128030cb2
სალომე მეცხვარიშვილი
14.01.21 00:00
1460
პანდემიის გამო კარტოფილი ფრის მწარმოებელი “ფრეკოს” ქართული ქარხანა დროებით დაიხურა. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი ქურდაძემ განუცხადა. მისი თქმით, 2020 წლის პირველი ორ თვე საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, ტურისტული ობიექტების დახურვის შემდგომ კი, პროდუქციაზე მოთხოვნა აღარ იყო, ამიტომ დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

კომპანიის ხელმძღვანელი ეხმაურება გაძვირებული ელექტროენერგიის ტარიფის მთავრობის მიერ ნაწილობრივ სუბსიდირებასაც და ამბობს, რომ ეს შეღავათი მათ კომპანიას დაეხმარება.

“ქარხანა გაჩერებულია, ამიტომ ელექტროენერგიის მოხმარება წარმოების ნაწილში არ გვექნება, თუმცა გვექნება შესანახი მეურნეობების ნაწილში, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ კრიზისული პერიოდი და ნეგატიური “ქეშფლოუ” დავაბალანსოთ”,- აცხადებს “ფრეკოს” ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ მთავრობა ყველას ვერ დაეხმარება, რადგანაც სახელმწიფო რესურსები შეზღუდულია. “მთავრობის მიდგომა გასაგებია, ყველას ვერ დავეხმარებით, ეს სუბსიდიაც ჩვენი ჯიბიდან არის დასაფინანსებელი. ვფიქრობ, მიზნობრივად უნდა მოხდეს დახმარებები - სასურსათო წარმოების სუბსიდირება კი, მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ირაკლი ქურდაძე.

რომელ ბიზნესებს დაუსუბსიდირდება დენის გაზრდილი ტარიფი - მთავრობის გადაწყვეტილება