მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარწახში არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს

5e26b682dd5ba
თელარა გელანტია
21.01.20 12:29
636
მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,კარწახი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება - ვერცხლისწყალი 106,58 გრამი გამოავლინეს.

ამის შესახებ bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.