მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kaspi.kz-მ მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის ალმათის მთავრობას 579 მლნ ტენგე გადასცა

61f2449fa0b55
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.22 11:27
1507
Kaspi.kz და მისმა დამფუძნებლებმა ყაზახეთში მომხდარი არეულობის შედეგად დაზარალებული მცირე მეწარმეების ხელშეწყობისთვის ალმათის ადმინისტრაციულ ორგანოს 579 მლნ ყაზახური ტენგე გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ოფიციალურ Facebook-გვერდზე ავრცელებს.

როგორც ყაზახური ფინტექკომპანიის დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველი მიხეილ ლომთაძეა, ფინანსური რესურსი მცირე ბიზნესებს საქმიანობის სწრაფ აღდგენაში დაეხმარებათ.

"სამწუხაროდ, მცირე მეწარმეთა უმრავლესობა, იმისთვის, რომ სახელმწიფოსგან კომპენსაცია მიიღონ, თავისი ზარალის დასადასტურებლად დოკუმენტაციის წარდგენას ვერ ახერხებს.

Kaspi.kz-ს დამფუძნებლები ვიაჩესლავ კიმი და მიხეილ ლომთაძე ალმათის ადმინისტრაციული მმართველობის ცენტრს მცირე მეწარმეების ზარალის ასანაზღაურებლად, რომელთან ბიზნესი ყაზახეთში მომხდარი არეულობის გამო დაზარალდა, პირადი ფინანსური რესურსი 579 მლნ ტენგეს (1.3 მლნ დოლარი) გადასცეს. ეს ადმინისტრაციულ ორგანოს 450 მცირე მეწარმის საქმიანობის აღდგენის ხელშეწყობაში დაეხმარება, რაც ალმათის მმართველი ორგანოს მიერ მიღებული ჯამური განაცხადების მესამედს შეადგენს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა ჩვენს საყვარელ ქალაქ ალმათისა და მცირე ბიზნესებს საქმიანობის დროულ აღდგენასა და მშვიდ ცხოვრებასთან დაბრუნებაში დაეხმარება“, - წერია კომპანიის Facebook გვერდზე.

ცნობისთვის: Kaspi.kz-მ და კომპანიის თანადამფუძნებლებმა ვიაჩესლავ კიმმა და მიხეილ ლომთაძემ სოციალურ ფონდს 10 მლრდ ტენგე (23 მლნ დოლარი) გადასცეს. ფონდის საქმიანობა ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მხარდაჭერის, კულტურული და სპორტული პრობლემების მოგვარებისკენაა მიმართული.