მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატარინა ბიორლინ ჰანსენი EBRD-სა და "ჩირინას" შორის თანამშრომლობას აფასებს

5ec6354bd52bc
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.20 22:00
1428
კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელი კატარინა ბიორლინ ჰანსენი BMG-სთან EBRD-ის მიერ კომპანია “ჩირინასთვის” გამოყოფილი დაფინანსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც გლობალურად მიწოდების ჯაჭვები ირღვევა, სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს პროექტი დამატებით მნიშვნელობას იძენს.

“ჩვენ ჩირინასთან უკვე საკმაო ხანია, რაც ვმუშაობთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელეთ ის გეგმები, რაც კოვიდ-19-მდე დავსახეთ და ამ გეგმების შესრულებაზე უარი აღარ ვთქვით.

თუმცა, ეს პროექტი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს, აწარმოოს მაღალი ხარისხის ადგილობრივი საკვები პროდუქცია. დღეს, როცა მიწოდების ჯაჭვები დარღვეულია, ეს პროექტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია უზრუნველყოფს იმას, რომ ის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი დარჩეს მოსახლეობის უმრავლესობისთვის და ამ ყველაფერს მივყავართ სასურსათო უსაფრთხოების თემამდე.

ამდენად ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ჩირინასთან და არა მხოლოდ ამ კომპანიასთან თანამშრომლობით სოფლის მეურნეობის დარგში, რათა მათ შეძლონ წარმოების შენარჩუნება და მომავალში მისი გაზრდაც,”- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

2019 წელს EBRD-მა და საქართველოში ხორცპროდუქტების უმსხვილესმა მწარმოებელმა “ჩირინამ” 4 მილიონი ევროს სასესხო დაფინანსების გამოყოფას მოაწერეს ხელი. ბანკისგან მოზიდული სახსებით, კომპანია წარმოების გაფართოების პროექტს ახორციელებს.